ვალენსიაში დარჩა | მამარდაშვილი თასზე არ ითამაშებს
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას ესპანეთის თასზე გამართავს. დღეს, თბილისის დროით, 23:59-ზე, „ღამურები“ სტუმრად „აროსას“ დაუპირისპირდებიან, რომელიც ესპანეთის რანგით მე-5 დივიზიონში ასპარეზობს.
„ჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ, მეტოქის დონიდან გამომდინარე, 23-კაციან განაცხადში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. „ვალენსიას“ თავკაცი „აროსასთან“ მატჩში რამდენიმე ლიდერის დასვენებას აპირებს და ერთ-ერთი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ.
Convocatoria AROSA
— Radio Marca Valencia (@RMValencia) December 5, 2023
???? Info @RadioMARCA
✌️ Marí ok
???? Diego López, Gayà, Mamardashvili, Andre Almeida, Hugo Duró, Paulista y Foulquier fuera de la lista
???? Ali Fadal, Otorbi, Camus, Rubo, Yarek y Gozálbez de la academia
???? Toda la info a partir de las 13:05 h, 98.7 FM pic.twitter.com/oJkDNkH71q
ქართველი მეკარე გალისიაში არ გაფრენილა და ვალენსიაში დარჩა, სადაც „ხეტაფესთან“ მატჩისთვის მოემზადება. „მამარდას“ გარდა, პეპელუ, დიმიტრი ფულქიე, პაულისტა და უგო დურო დაისვენებენ. მათ შემცვლელებად „ბარახამ“ „ღამურების“ ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელები გამოიძახა და შანსს სწორედ მათ მისცემს.
ცნობისთვის, „ვალენსიას“ 19 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ ევროტურნირების ზონას 7 ქულით ჩამორჩებიან და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ.