კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

ფეხბურთელს „კინგ კონგი“ უწოდა | რაში ადანაშაულებენ კრისტოფ გალტიეს

ფრანგულ პრესაში დაიწერა ბრალდებების შესახებ, რომლებსაც „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ნიცას“ ყოფილ თავკაცს, კრისტოფ გალტიეს უყენებენ. L’Equipe-ის ცნობით, ფრანგმა სამართალდამცველებმა ფეხბურთელები და კლუბის თანამშრომლები დაკითხეს და მათგან დეტალებზე ინფორმაცია მიიღეს.

ჟან-კლერ ტოდიბოს თქმით, გალტიემ მას რამადანის მარხვის დარღვევა აიძულა. იგივე ვითარებაში აღმოჩნდნენ ჰიჩამ ბუდაუი და ტედი ბულჰენდი. ტოდიბოს თქმით, კლუბის ხელმძღვანელებთან საუბრისას, გალტიემ მას „ექსტრემისტი“ უწოდა.

ჰასანე კამარას მიხედვით, ფრანგი სპეციალისტი მას სათამაშო დროს რელიგიის გამო არ აძლევდა. „ნიცას“ ლეგენდის, ფრედერიკ გიორიას ჩვენებით ირკვევა, რომ, როცა გალტიემ ბილალ ბრაჰიმის ტრანსფერის შესახებ შეიტყო, თქვა: „კიდევ ერთი მუსლიმი... არ მჭირდება, საკმარისი ოდენობის მუსლიმები გვყავს“. ფრანგმა სპეციალისტმა იუსეფ ატალსა და ჰიჩამ ბუდაუის „ბინძური ადამიანები“ უწოდა და თქვა: „ალჟირელები ყველაზე ცუდები არიან“.

ამასთან, „სენტ-ეტიენთან“ მატჩის მიმდინარეობისას, გალტიემ ჰაროლდ მუკუდისა და მიკაელ ნადეს „ორი კინგ კონგი“ უწოდა. „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი თავკაცის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ კლიენტს შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და მისი მხრიდან, დისკრიმინაციას ადგილი არასდროს ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ გალტიეს რასიზმსა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრანგულ პრესაში გავრცელდა წერილი, რომელშიც გალტიე ამბობს, რომ არ შეიძლება გუნდში ამდენი ფერადკანიანი და მუსლიმი ფეხბურთელი იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დი ლორენცომ მითხრა, მეორე ფლანგზე გადამეყვანა“ | სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა
„დი ლორენცომ მითხრა, მეორე ფლანგზე გადამეყვანა“ | სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა