ჯაბა ჯიღაური
Aa
Aa

ორი გოლი და მატჩის გმირი - ჯიღაურმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში, ჯაბა ჯიღაურის „ნასაფ ქარში“ სტუმრად კატარულ „ალ-სადს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

ქართველი ფეხბურთელი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 1:0 მარცხდებოდა.

„ნასაფი“ გამოუვალ სიტუაციაში იყო, რადგან მარცხის შემთხვევაში პლეი-ოფში მეორე ადგილით გადიოდა, თუმცა, ჯიღაურმა მოედანზე შემოსვლის შემდეგ მეტოქის კარში ორი უმნიშვნელოვანესი ბურთი გაიტანა და საკუთარ გუნდს მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება პირველ ადგილზე გასვლით მოუპოვა.

ქართველმა ნახევარმცველმა წონასწორობა 83-ე წუთზე აღადგინა, 90-ე წუთზე კი „ნასაფი“ დააწინაურა. მასპინძლებმა მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და საბოლოოდ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, რითაც „ჰასაფმა“ ჯგუფში 11 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, „ალ-სადი“ კი 8 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ფლანგზე დახმარება სჭირდება...“ - ნაპოლის ექს-მწვრთნელი
„კვარას ფლანგზე დახმარება სჭირდება...“ - ნაპოლის ექს-მწვრთნელი