გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

გოლი ვარდნაში | ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში გაიტანა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში, გიორგი ქვილითაიას „აპოელი“ საკუთარ კედლებში „დოქსას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი აშკარა ფავორიტი გახლდათ და ბოლო ადგილზე მყოფი მეტოქის დამარცხება არ გასჭირვებია - 5:0.

ქვილითაიამ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. გიორგიმ ტომანე ჩაანაცვლა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავიც გამოიჩინა. ქვილითაიამ ეფექტურად ითამაშა და „დოქსას“ კარი ვარდნაში დალაშქრა.

შეხვედრაში ანგარიში ხოსე კრესპომ გახსნა, რომელმაც „აპოელი“ მე-16 წუთზე დააწინაურა. 56-ე წუთზე, ლუკას ვილაფანესმა საკუთარი გუნდის უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. 70-ე და 77-ე წუთებზე ანასტასიოს დონისმა დუბლი მიითვალა, ქვილითაიამ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ცნობისთვის, „აპოელს“ 29 ქულა აქვს და „პაფოსთან“ ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ქართველი ფეხბურთელის გუნდის მომდევნო გაჩერება „ზუკაკიუ“ გახლავთ, რომელსაც საკუთარ კედლებში გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აპლოდისმენტები! გამორჩეული, როგორც ფეხბურთელი და როგორც კაცი“ - ინტერში ხვიჩათი აღფრთოვანებულები არიან
„აპლოდისმენტები! გამორჩეული, როგორც ფეხბურთელი და როგორც კაცი“ - ინტერში ხვიჩათი აღფრთოვანებულები არიან