ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ყველაზე ცუდად ითამაშა“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას აკრიტიკებს

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტს, „ინტერს“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. საფინალო სასტვენის შემდეგ, იტალიელმა ჟურნალისტმა, უმბერტო კიარიელომ, რომელიც ნეაპოლელთა გულშემატკივარია და სატელევიზიო გადაცემის, Campania Sport-ის წამყვანია, მატჩთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და ქართველი ფეხბურთელი გააკრიტიკა.

„ნაპოლიმ პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და ძალიან ძლიერ ინტერს ღირსეულად ეთამაშა, თუმცა, მეორე ნახევარში, პარტენოპეი იდგა, ნერაძური კი დაფრინავდა. ინტერის პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან სტანისლავ ლობოტკაზე წესების დარღვევა იყო, მეორე ბურთამდე კი ვიქტორ ოსიმენის წაქცევის გამო, პენალტი უნდა დანიშნულიყო. ამ ეპიზოდებმა მატჩის სცენარზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს, თუმცა, მხოლოდ შეხვედრის არბიტრს, დავიდე მასას ვერ გავაკრიტიკებთ.

ნათანს მარცხენა მცველის პოზიციაზე კარგი შეხვედრა ჰქონდა თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს როლი მისთვის აბსოლუტურად უცხოა. ნახეთ, ინტერის შემტევებმა როგორ ითამაშეს და ნახევარმცველებმა რა გოლები გაიტანეს? კვარაცხელია და ოსიმენი სად იყვნენ? ვიქტორს ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და თავს კარგად ვერ გრძნობს, ქართველი ფეხბურთელი კი მოედანზე ყველაზე ცუდი იყო. მხოლოდ ერთი გაელვება ჰქონდა და ისიც იან ზომერმა დაჩრდილა.

ინტერი სკუდეტოსთვის იბრძოლებს, ხოლო ნაპოლის საკუთარი ღირსება არ დაუკარგავს. ვალტერ მაცარის გუნდმა მებრძოლი სული გამოავლინა. ახლა ნაპოლის მაისურს პატივი უნდა სცენ და ტურინში მოსაგებად ჩავიდნენ“.

ქართველი შემტევი ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ხვიჩა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა. მეორე ტაიმში, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, ქართველი ფეხბურთელი იან ზომერთან პირისპირ დარჩა, თუმცა, მისი დარტყმული შვეიცარიელმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დარმიანი კვარაცხელიას კარგად მეურვეობდა“ | ინძაგიმ ნეაპოლში მოგება შეაფასა
„დარმიანი კვარაცხელიას კარგად მეურვეობდა“ | ინძაგიმ ნეაპოლში მოგება შეაფასა