ლუის სუარესი
Aa
Aa

სუარესის ბოლო მატჩი გრემიოში | გოლი და საოცარი გაცილება

ლუის სუარესმა ბრაზილიური კლუბის, „გრემიოს“ მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა. „ელ პისტოლერო“ და კომპანია „ვასკო და გამას“ დაუპირისპირდნენ და სუარესმა თავისი კარიერის მორიგი თავი ფენომენალური ფინიშით დახურა.

 

„გრემიომ“ 1:0 მოიგო და მატჩის ერთადერთი გოლი ურუგვაელი თავდამსხმელის ანგარიშზეა. „ვასკო და გამასთან“ შეხვედრის შემდეგ, იგი თავისუფალი აგენტი გახდა და უცხოური გამოცემების ინფორმაციით, დიდი ალბათობით, კარიერას აშშ-ში, „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს, რომლის რიგებშიც ლიონელ მესი ასპარეზობს.

მატჩის შემდეგ, „გრემიოს“ გულშემატკივრები „ელ პისტოლეროს“ ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით გააცილეს. სუარესს მოედანზე მისი ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ და გამოსამშვიდობებელ ვიდეოზე მათ ემოციების შეკავება გაუჭირდათ.

სუარესმა „გრემიოს“ მაისურით 52 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა გუნდების კარი 27-ჯერ აიღო. ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელის, რენატო გაუჩოს თქმით, ურუგვაელი ფეხბურთელის წასვლა უდიდესი დანაკლისი იქნება და „გრემიოს“ მისი სათანადო შემცვლელის პოვნა გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ESPN: იანვარში სუარესი ინტერ მაიამის ფეხბურთელი იქნება
ESPN: იანვარში სუარესი ინტერ მაიამის ფეხბურთელი იქნება