ხვიჩა კვარაცხელია, იან ზომერი
Aa
Aa

„მისგან უფრო მეტს ველოდით“ - ხვიჩას იტალიური მედია აფასებს

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „ინტერს“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

ქართველმა ფეხბურთელი „პარტენოპეის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრის ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. 58-ე წუთზე ხვიჩას გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა, მისი დარტყმული იან ზომერმა კუთხურზე მოიგერია.

ხვიჩა VS ინტერი

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა იტალიურმა სააგენტოებმა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში სხვადასხვა ქულით შეაფასეს:

Euro Sport – 6 ქულა: პირველ ოც წუთში, ელმასს ამაღლებული ბურთი მისცა, ამ უკანასკნელმა კი კარისკენ დაარტყა, თუმცა, ზომერმა ბურთი მოიგერია. შემდეგ პოლიტანოს მოემსახურა, რომელმაც ბურთი ხარიხას გაარტყა. მეორე ნახევარში მშვენიერი შანსი მიეცა, მაგრამ ზომერმა სრულყოფილად დაბლოკა დარტყმა. გიჟივით ინტერვენცია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას ნამდვილად იმსახურებს.

Sportmediaset – 5.5 ქულა: როგორც მოსალოდნელი იყო, მარცხნივ რადიკალური სივრციდან თამაშობდა. გამუდმებით, დარმიანისა და ფუმფრისის ორმაგი დაცვის გარღვევას ცდილობდა, მაგრამ როდესაც ეს გამოუვიდა, იან ზომერს ვერ აჯობა.

Calcionapoli1926 – 5.5 ქულა: მეორე ტაიმი პირველს ნამდვილად სჯობდა. გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა, ზომერმა აჯობა. მისგან უფრო მეტ კონკრეტულობას ველით და არა სტერილურ თამაშს. ბურთი ძალიან ბევრჯერ დაკარგა.

Calcionapoli24 – 5.5 ქულა: მისთვის მარტივი თამაში არ ყოფილა. არ რის ადვილი, როდესაც ზურგს არ გიმაგრებს ისეთი გარემარბი, რომელთანაც მჭიდრო კავშირი შეგიძლია. ის ბურთს ძირითადად ელმასთან ათამაშებდა. მან დაიბრუნა ბურთი, რომელიც შემდეგ პოლიტანომ კარისკენ გაუშვა, თუმცა, ძელს გაარტყა. დუმფრისის და დარმიანის წინააღმდეგ ფაქტობრივად არაფერი გამოსდიოდა, თუმცა, როდესაც შანსი მიეცა, მარცხენა ფეხით გატანა სცადა და ზომერმა აუღო. ეს მატჩის ყველაზე ნათელი მომენტი იყო.

Sport.Virgilio – 5.5 ქულა: თამაშში არც თუ ისე ბოლომდე იყო ჩართული. ტემპს თითქმის არ უმატებდა, რითაც დუმფრისსა და დარმიანს სამუშაოს უადვილებდა, რომლებიც მის წინააღმდეგ დაცვას სისტემატურად აორმაგებდნენ. ის ზომერის კარს ერთხელ დაემუქრა, თუმცა შვეიცარიელს ვერ აჯობა.

Tuttonapoli – 5.5 ქულა: ერთი საათის განმავლობაში ზემოქმედება ვერ მოახდინა, შემდეგ კი დიდი შესაძლებლობა შეიქმნა, სადაც ზომერმა აჯობა. გონივრული იქნება თუ ვიტყვით, რომ მისგან უფრო მეტი იყო მოსალოდნელი.

ამ გამარჯვებით, „ინტერმა“ სატურნირო ცხრილში 35 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიბრუნა, „ნაპოლი“ კი 24 ქულით მე-5 პოზიციაზე დაქვეითდა. ვალტერ მაცარის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 დეკემბერს, სტუმრად „იუვენტუსთან“ გამართავს, „ინტერი“ კი 9 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები