ხვიჩა კვარაცხელია, სიმონე ინძაგი, მატეო დარმიანი
Aa
Aa

„დარმიანი კვარაცხელიას კარგად მეურვეობდა“ | ინძაგიმ ნეაპოლში მოგება შეაფასა

იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურის ცენტრალურ მატჩში „ინტერმა“ „ნაპოლი“ მისსავე მოედანზე 3:0 დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ DAZN-თან თამაში შეაფასა და აღნიშნა ისიც, რომ მატეო დარმიანი ხვიჩა კვარაცხელიას კარგად მეურვეობდა.

„ჩვენ ვთამაშობდით იტალიის ჩემპიონის წინააღმდეგ და მათ წელსაც შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ გადავრჩით, როცა პოლიტანომ ბურთი ძელს მოარტყა. მეორე ნახევარში კი ანგარიში 2:0 გავხადეთ და მოედანზე დიდოსტატურად ვმოქმედებდით.

ნეაპოლში მოგებით ბედნიერები ვართ, რადგან აქ გამარჯვება იოლი არასდროსაა. ეს იყო გამძლეობისა და ერთიანობის ტესტი. მე-18 წუთზე დავკარგეთ დე ვრაი, თანაც, იმ ფონზე, როცა პავარი და ბასტონი გვაკლია. კარლოს აუგუსტო ცენტრალურ მცველად შევიყვანე, არადა, მას ამ პოზიციაზე დიდი ხანია არ უთამაშია. მიზეზი ის იყო, რომ დარმიანის ცენტრალურ მცველად გადმოწევა არ მსურდა, რადგან კვარაცხელიას კარგად მეურვეობდა“.

„ინტერმა“, ამ გამარჯვებით, 35 ქულა დააგროვა და ლიდერობა დაიბრუნა. „შავ-ლურჯებს“ „იუვენტუსი“ – 2-ით, ხოლო „მილანი“ 6 ქულით ჩამორჩება. მეოთხე-მეხუთე ადგილებს კი, 24-24 ქულით, „ნაპოლი“ და „რომა“ იყოფენ, მათზე 1 ქულით ნაკლები ფლორენციის „ფიორენტინას“ აქვს.

მილანელები მომდევნო ტურში „უდინეზეს“ უმასპინძლებენ, ნეაპოლელები კი ტურინში ჩადიან და „იუვენტუსს“ უნდა შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაში გამოიხატება ლუქსემბურგის პროგრესი | ანუ რა გუნდს ვხვდებით 1/2 ფინალში
რაში გამოიხატება ლუქსემბურგის პროგრესი | ანუ რა გუნდს ვხვდებით 1/2 ფინალში