ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

ნაპოლი ინტერთან 0:3 დამარცხდა - ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ინტერს“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

ქართველი შემტევი ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ხვიჩა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა. მეორე ტაიმში, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, ქართველი ფეხბურთელი იან ზომერთან პირისპირ დარჩა, თუმცა, მისი დარტყმული შვეიცარიელმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

ხვიჩას ყველა მომენტი ინტერთან:

„ინტერმა“ ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა. მერეტის კარში გოლი ჰაკან ჩალჰანოღლუმ ეფექტური შორეული გასროლით აიღო და „ნერაძურიმ“ ტიამი მინიმალური სხვაობით მოიგო.

62-ე წუთზე ნიკოლო „ინტერის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე, მარკუს ტურამმა დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით, „ინტერმა“ სატურნირო ცხრილში 35 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიბრუნა, „ნაპოლი“ კი 24 ქულით მე-5 პოზიციაზე დაქვეითდა. ვალტერ მაცარის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 დეკემბერს, სტუმრად „იუვენტუსთან“ გამართავს, „ინტერი“ კი 9 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები