ხვიჩა კვარაცხელია, მატეო დარმიანი
Aa
Aa

„როგორ ვაპირებ მის შეჩერებას?“ - დარმიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

რამდენიმე წუთში, იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ინტერს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „ნერაძურის“ მცველმა, მატეო დარმიანმა DAZN-ის მიკროფონებთან უპასუხა კითხვას, თუ როგორ აპირებს გუნდი ქართველი ფეხბურთელის შეჩერებას.

რას ამბობს დარმიანი:

როგორ შევაჩერებთ კვარაცხელიას? პირველ რიგში, უნდა ვიმუშაოთ გუნდურად ორივე ფაზაში - როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. კვარაცხელიას გარდა, „ნაპოლი“ კიდევ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სხვაობის შექმნა შეუძლიათ და ფრთხილად უნდა ვიყოთ. სეზონი კარგად დავიწყეთ, სწორ გზაზე ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დაპირისპირება საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები