ნაპოლი V ინტერი | ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის ცენტრალური მატჩი ნეაპოლში, „დიეგო მარადონაზეა“, სადაც „ნაპოლი“ ჩემპიონატის პოტენციურ ლიდერ „ინტერს“ მიიღებს.
შეხვედრამდე საათზე ნაკლები დრო რჩება და ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებენ.
ნაპოლი (4-2-3-1): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ნათანი, ოსტიგორი - ზამბო-ანგისა, ლობოტკა - პოლიტანო, ელმასი, კვარაცხელია - ოსიმენი.
ინტერი (3-5-2): ზომერი - დარმიანი, დე ვრაი, აჩერბი - დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო - ტურამი, ლაუტარო.
გუნდებს შორის გასულ სეზონში მილანში გამართული მატჩი „ინტერმა“ 1:0 მოიგო, სამხრეთში კი, უკვე ჩემპიონის სტატუსით მყოფმა, „პარტენოპეიმ“ 3:1 გაიმარჯვა.
მასპინძლები მატჩს 24 ქულით ხვდებიან, რაც მათი დღევანდელი მეტოქის მონაგარზე 8 ქულით ნაკლებია. თავის მხრივ, მილანელებს ლიდერობა ჩამოართვა „იუვენტუსმა“, რომელმაც პარასკევს „მონცას“ 2:1 აჯობა.