ფედე ვალვერდე
Aa
Aa

უარი ბაიერნს და შეიხების ფულს - ვალვერდე რეალის კაპიტნობაზე ოცნებობს

ფედერიკო ვალვერდემ გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალის" დატოვებაზე უარი განაცხადა.

Marca-ს ცნობით, გასულ ზაფხულს ვალვერდემ საუდის არაბეთიდან ეკონომიკურად ძალიან დიდი შეთავაზება მიიღო. კონკრეტული კლუბის სახელი არ საჯაროვდება. გარდა ამისა, „ბაიერნი“ მას გაცილებით ადრე დაუკავშირდა და ურუგვაელის გადაბირების სურვილი გამოთქვა.

თუმცა, ფედერიკომ მადრიდის „რეალიდან" წასვლის ვარიანტი არც კი განიხილა - წყაროს ცნობით, ის გუნდის კაპიტანობაზე ოცნებობს. კარლო ანჩელოტი და „რეალის" სხვა წევრები ვალვერდეს კლუბის მენტალურ და სულიერ ლიდერად მიიჩნევენ.

ნახევარმცველისთვის, რომლისთვისაც „რეალმა“ 5 მილიონი ევრო გადაიხადა, საუდის არაბეთის კლუბი მზად იყო დაახლოებით 100 მილიონი ევრო. ფეხბურთელს კი ასტრონომიურ ხელფასს სთავაზობდა.

პარალელურად კი „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა ვალვერდესთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ნოემბერში ახალი ხელშეკრულების გაფორმება გამოაცხადეს - მისი ხანგრძლივობა 2029 წლამდეა.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ურუგვაელმა კლუბის შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი: მუნდიალის შემდეგ მეგონა კარიერას დავასრულებდი, თუმცა პირიქით მოხდა...
მესი: მუნდიალის შემდეგ მეგონა კარიერას დავასრულებდი, თუმცა პირიქით მოხდა...