ტაისონი, სენა, ჯორდანი - სპორტსმენები, რომლებსაც ზიდანი სიამოვნებით გაიცნობდა
ზინედინ ზიდანმა სხვადასხვა სახეობებიდან მისთვის საყვარელი დიდი სპორტსმენები დაასახელა.
ზიზუმ უპასუხა კითხვას, თუ რომელ ლეგენდარულ სპორტსმენთან ისურვებდა სადილზე საუბარს.
„ადრე ღამით მაიკ ტაისონის ბრძოლის საყურებლად ვიღვიძებდი. მის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობები მქონდა. ხანდახან ღამის სამ-ოთხზე ვდგებოდი და ჩხუბი ერთ წუთს გრძელდებოდა, მაგრამ ეს ნორმალური იყო (იცინის).
მაიკლ ჯორდანი შესანიშნავი სპორტსმენია. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია. ასევე მინდა ვახსენო მუჰამედ ალი, თუმცა ის ჩვენთან აღარ არის.
და ბოლოს, ფორმულა 1-ში ძალიან მომწონდა აირტონ სენა. ეს მისი დრო იყო. ის ამ ქვეყნიდან ძალიან ადრე წავიდა, მაგრამ ფენომენალური იყო“,
- თქვა ზიდანმა ტონი პარკერთან ინტერვიუში.