ლევან მატიაშვილი
Aa
Aa

ტოკიოს გრანდ სლემი: ცუდი მსაჯობა - მატიაშვილი ტასოევთან დამარცხდა

იაპონიაში მიმდინარე ტოკიოს გრანდ სლემზე, დღეს საქართველოს ნაკრების 9 ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ფინალურ ბლოკში 2 წარმომადგენელი გვყავდა და ორივე ბრინჯაოსთვის იბრძოდა.

პირველი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) გამოვიდა, რომელიც იაპონელ ნაკამურასთან რთულ დაპირისპირებაში შებოჭვის ილეთით დამარცხდა.

მეორე კი მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი იყო, რომლის მეტოქეც რუსი ინალ ტასოევი გახლდათ.

ბრძოლა დაბალ ტემპში და ინერტულად წარიმართა. ტასოევი ოდნავ უფრო აქტიური იყო. მსაჯმა კი მატიაშვილს ძირითად დროში 3 შიდო უჩვენა, რაც ავტომატურად რუსის გამარჯვებას ნიშნავდა. არბიტრის მხრიდან აშკარად ზედმეტი სიმკაცრე და არაობიექტური მიდგომა ვიხილეთ.

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს ქართულმა დელეგაციამ 2 მედალი მოიპოვა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90 კგ) ფინალში იაპონელ სანშირო მურაოსთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 73 კგ-ში გიორგი ტერაშვილმა კორეელი ლი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ასევე ბრინჯაოს შანსი ჰქონდა ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ), თუმცა ტაივანელ ლიენგთან შებოჭვით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოკიოს გრანდ სლემი: გიორგი ტერაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია
ტოკიოს გრანდ სლემი: გიორგი ტერაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია