„მაქსიმალური ყურადღება ქართველს - ინტერს ეს დუეტი 2 პრობლემას უქმნის“
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ, Gazzetta dello Sport-თან „ნაპოლი“ „ინტერის“ მატჩზე ისაუბრა.
„ნამდვილი მატჩი მოედნის ცენტრში იქნება. თუ ინტერმა ლობოტკას თამაშიდან გამოთიშვა შეძლო და მისი ფეხბურთის დემონსტრირების საშუალება არ მისცა, ნაპოლის შეიძლება გაუჭირდეს. სლოვაკი გუნდის მეტრონომია. ბევრ პასს აკეთებს. მაცარი ფრთხილად უნდა იყოს, რადგან იტალიაში ინტერის მსგავსი ნახევარდაცვის ხაზი არავის ჰყავს.
ოსიმენის გამოჯანმრთელებამ ნაპოლისთვის შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ტექნიკურ დონეზე. თუ რთულ სიტუაციაში არიან, ოსიმენი ასეთ დროს გუნდს სიღრმეს აძლევს, ის გუნდს მებრძოლ სულს აძლევს. მისი დაბრუნება მაცარისა და ფეხბურთელებისთვის პლუსია.
ჩემი აზრით, ოსიმენი მოედანზე კვარას მეტი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, რადგან როდესაც ის იქ არ არის, სხვა მოთამაშეებს მეტოქეები მეტ ყურადღებას უთმობენ, თუმცა ისე არ ეშინიათ, როგორც ოსიმენის.
ასე რომ, კვარაცხელიას შეუძლია ოპონენტების ზეწოლისგან მენტალურად ცოტათი თავისუფალი იყოს, რომლებსაც იმ მომენტში ორი პრობლემა ექნებათ გადასაჭრელი: პირველი, ცხადია, არის ქართველისთვის მაქსიმალური ყურადღების მიქცევა და მის წინააღმდეგ დაცვის მაქსიმალურად გაორმაგება. მეორე - შემდეგ ხდება ოსიმენის დაჭერაც. ინძაგი ოსიმენისა და კვარას წინააღმდეგ მცველებს ერთი-ერთზე არ დატოვებს“.
- განაცხადა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს 23:45 საათზე დაიწყება.