ჯანლუიჯი ბუფონი
Aa
Aa

ბუფონი: “იტალიაზე ძლიერი ნაკრები ბევრი არ არის“

ცნობილი გახდა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის შედეგები. იტალიის ნაკრები ესპანეთთან, ხორვატიასთან და ალბანეთთან მოხვდა. ამასთან დაკავშირებით, „სკუადრა აძურას“ ყოფილმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა კომენტარი გააკეთა.

ბუფონი:

„მეოთხე კალათში ვიყავით და გასაგები იყო, რომ რთულ ჯგუფში მოვხვდებოდით. ეს ჯგუფი ძალიან ჰგავს ევრო 2012-ის ჯგუფს, სადაც იტალია ხორვატიასთან, ესპანეთთან და ირლანდიის რესპუბლიკასთან ერთად იყო. იმ წელს, ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ და შემდეგ ფინალში გავედით. ვნერვიულობთ, მაგრამ არც სხვები არიან ბედნიერები იტალიასთან შეხვედრით.

ივნისამდე დროა, რომ ეს გუნდი გაუმჯობესდეს. ინდივიდუალური თვალსაზრისით იტალიაზე კარგი შემადგენლობა მხოლოდ 3-4 ნაკრებს ჰყავს, მაგრამ, როცა ჩვენ ერთ მუშტად ვართ შეკრული, ჩვენზე ძლიერი ნაკრები ცოტა თუ მოიძებნება. გარანტირებული არავისთან არაფერი გვაქვს. ცხადია ალბანეთისთვის ეს ჯგუფი ყველაზე რთულია, მაგრამ მათ პატივს ვცემთ. ალბანეთს პატივი ესპანეთმა და ხორვატიამაც უნდა სცეს.“

ჯგუფური ეტაპი ასე გამოიყურება:

A ჯგუფი: გერმანია, შოტლანდია, უნგრეთი, შვეიცარია

B ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ალბანეთი

C ჯგუფი: სლოვაკეთი, დანია, სერბეთი, ინგლისი

D ჯგუფი: ა ლიგის გამარჯვებული, ნიდერლანდები, ავსტრია, საფრანგეთი

E ჯგუფი: ბელგია, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბ ლიგის გამარჯვებული

F ჯგუფი: თურქეთი, ც ლიგის გამარჯვებული, პორტუგალია, ჩეხეთი

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში ჯგუფში თურქეთთან, პორტუგალიასთან და ჩეხეთთან ერთად იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის 21 მარტს ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგს თბილისში დაუპირისპირდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ასევე საკუთარ კედლებში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფინალის მოგების შემთხვევაში კი „ჯვაროსნები“ ევრო 2024-ზე იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონა ლევანდოვსკის კონტრაქტს შეუწყვეტს? გუნდში ამაზე ფიქრობენ
ბარსელონა ლევანდოვსკის კონტრაქტს შეუწყვეტს? გუნდში ამაზე ფიქრობენ