მამარდას 3 ეფექტური მოგერიება - ვალენსიამ ჟირონასთან მაინც წააგო
ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსია“ „ჟირონას“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „ღამურები“ 83-ე წუთზე იგებდნენ, თუმცა ამის შემდეგ ჯერ სტუანიმ გაათანაბრა, ხოლო შემდეგ სტუმართა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ქართველი კარის დარაჯი პირველი ტაიმში უსაქმოდ იყო. მეორე ნახევარში კი მისი კარის მიმართულებით 6-ჯერ დაარტყეს.
„ჯვაროსნების“ ვარსკვლავმა 3 ეფექტური მოგერიება შემოგვთავაზა, თუმცა დანარჩენ შემთხვევებში გუნდის გადარჩენა ვერ მოახერხა.
ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „ვალენსიას“ 19 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში, „ღამურები“ „ხეტაფეს“ ესტუმრებიან.