კოლხეთი 1913
Aa
Aa

ულამაზესი გოლები - კოლხეთი 1913 კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

კრისტალბეთ ლიგა 2-ში დასკვნით 36-ე ტურში გადამწყვეტი მატჩი შედგა. რომელი გუნდი აღზევდებოდა უმაღლესში - „გარეჯი“, თუ „კოლხეთი 1913“?

მეორეადგილოსანმა „გარეჯმა“ ლიდერ „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლა. მატჩამდე მასპინძლებს 75 ქულა ჰქონდათ, სტუმრების კი 76.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძლებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, რაც ვერ შეძლეს და ფოთელები უმაღლესში აღზევდნენ.

შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა. დათა სიჭინავამ შორეული საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და სტუმრები დააწინაურა.

ამის შემდეგ, დრო ფოთელებზე მუშაობდა. „გარეჯმა“ ბოლომდე იბრძოლა, მომენტებიც შექმნა და 87-ე წუთზე გიორგი პაპუაშვილის შორეული ულამაზესი გასროლით ანგარიშიც გაათანაბრეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს.

ამრიგად, „კოლხეთი 1913“, რომელიც გასულ წელს რანგით მე-3 ლიგაში იყო, 2024/25 წლების სეზონიდან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნუ გლოვობთ მიცვალებულს, რომელიც არ არსებობს“ - დე ლაურენტისი კვარას კონტრაქტზე
„ნუ გლოვობთ მიცვალებულს, რომელიც არ არსებობს“ - დე ლაურენტისი კვარას კონტრაქტზე