ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„ნუ გლოვობთ მიცვალებულს, რომელიც არ არსებობს“ - დე ლაურენტისი კვარას კონტრაქტზე

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პრესასთან შეხვედრისას ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის თემაზე ისაუბრა.

დე ლაურენტისი კლუბისთვის ახალი სტადიონის აშენების შესაძლებლობაზე და „ინტერთან“ მოახლოებულ მატჩზე საუბრობდა, რა დროსაც ჟურნალისტებმა ხვიჩას კონტრაქტზე კითხვა დაუსვეს.

„კვარაცხელია? ახლა კვარა რა შუაშია? მას კონტრაქტით გათვალისწინებული კიდევ 4 წელი აქვს. ქალაქში ძალიან ბევრი ნეგატივია. ნუ გლოვობთ მიცვალებულს, რომელიც არ არსებობს“.

- უპასუხა დე ლაურენტისმა პრესას.

პრეზიდენტმა საუბარი „ინტერთან“ მატჩზე განაგრძო:

„ამ შეხვედრაში უნდა გაგვიმართლოს, რადგან მარცხენა მცველი არ გვყავს, ორივე ტრავმირებულია. თან გუნდში ახალი მწვრთნელია მოსული, რომელსაც დრო სჭირდება, მას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „ინტერის“ მატჩი კვირას 23:45 საათზე „დიეგო მარადონაზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავშესაფრიდან ბაიერნამდე - ჯამალ კაიშვილის შთამაგონებელი ისტორია
თავშესაფრიდან ბაიერნამდე - ჯამალ კაიშვილის შთამაგონებელი ისტორია