კილიან მბაპე
Aa
Aa

ბოლო მცდელობა - რეალი მბაპეს შეძენას უკანასკნელად შეეცდება

მადრიდის „რეალი" კილიან მბაპესთან შეთანხმების მიღწევას კვლავ ეცდება და ამჯერად ეს ბოლო მცდელობა იქნება.

Relevo-ს ცნობით, მადრიდელები 2024 წლის დასაწყისში მბაპესთვის შეთავაზების გაკეთებას აპირებენ, რომელსაც კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება.

კილიანს ხელშეკრულებაში +1 წლით გახანგრძლივების პუნქტი აქვს, რომლის გამოყენებაც მის სურვილთან არის დაკავშირებული.

წყარო წერს, რომ „რეალი" მბაპესთან შეთანხმების უკანასკნელად შეეცდება. თუ, მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს, ამ შემთხვევაში კლუბი თავის რესურსებს, რომლებსაც უკვე წლებია კილიანისთვის ინახავს, სხვა ფეხბურთელისთვის გამოიყენებს.

ფრანგის დასარწმუნებლად პირობები საკმარისად მიმზიდველი იქნება და არ იგეგმება გრძელვადიანი დისკუსიები, რამაც შეიძლება დამატებით ზედმეტი ჭორების ტალღა გამოიწვიოს, რასაც მიჩვეულები ვართ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავშესაფრიდან ბაიერნამდე - ჯამალ კაიშვილის შთამაგონებელი ისტორია
თავშესაფრიდან ბაიერნამდე - ჯამალ კაიშვილის შთამაგონებელი ისტორია