პაოლო მალდინი
Aa
Aa

მალდინი: მილანში მუშაობს ხალხი, რომლებიც კლუბის იდენტობას და ისტორიას პატივს არ სცემენ

პაოლო მალდინიმ La Repubblica-სთან საუბრისას „მილანის“ მმართველები გააკრიტიკა.

ივნისის დასაწყისში, კლუბის მფლობელმა კარდინალემ მალდინი „მილანის“ ტექნიკური დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა და მასთან ერთად სპორტული დირექტორი ფრედერიკ მასარაც გაუშვა.

– თქვენი გათავისუფლებიდან თითქმის 6 თვე გავიდა. რატომ გაჩუმდით ამდენ ხანს?

„იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ზედმეტად ემოციურად მომიწევდა საუბარი. ახლა დროა გავაანალიზოთ სიტუაცია იმ სიმშვიდით, რასაც ასეთი პაუზა იძლევა. მიყვარს პატიოსნება და პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ყველაფერი რეალისტურად იქნას აღქმული და სწორად შეფასებული.

ლეონარდოს სამუდამოდ მადლობელი ვიქნები, რომელმაც 2018 წელს დამირეკა, ელიოტის, რომელმაც საშუალება მომცა ჩემს პირველ კონტრაქტზე ხელი მომეწერა, რომელმაც განაახლა ჩემი შეთანხმება, თუმცა გარკვეული სირთულეებით.

ამ ხუთი წლის განმავლობაში ბევრი ვისწავლე და დავამყარე პირადი და პროფესიული ურთიერთობები, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. სხვა როლსაც შევეჩვიე, რომელიც აშკარა არ ყოფილა. როგორც წესი, დიდი ფეხბურთელი ვერ ახერხებს ამ კვანტურ ნახტომს.

არიან ადამიანები, რომლებიც მილანის მსგავსი კლუბებიდან მოდიან და არ აფასებენ მის იდენტობას და ისტორიას. ხშირად ასეთი დონის გუნდებში მოდიან მენეჯერები, რომლებიც მუშაობენ პრესტიჟულ და პოპულარულ კლუბში, რათა თავიანთი რეზიუმე გაიუმჯობესონ, შემდეგ კი სხვაგან მიდიან.

ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერზე ზრუნავენ, რომლებიც კლუბში უფრო დიდხანს იყვნენ, უფრო მეტად არიან დაკავშირებული მის იდეალებთან, რომლებსაც კლუბი მრავალი წლის განმავლობაში მისდევდა - მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ.

სამწუხაროდ, თანამედროვე პროფესიონალურ ფეხბურთში ჩემს მიერ ჩამოთვლილი სულ უფრო მეტი პირველი ტიპის ადამიანია. მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ იდეალების მატარებლები და ვამუშავოთ ღირებულებებისა და იდენტობის დასაცავად“.

- არ ელოდით, რომ მილანიდან წასვლა მოგიწევდათ?

„თუ მილანი 1,2 მილიარდ ევროდ გაიყიდა და მფლობელებს ორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლა სურთ, ამის უფლება აქვთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მეთოდები მნიშვნელოვანია და ბევრი რამ არასწორია, ხალხისა და მათი როლების პატივისცემის თვალსაზრისით.

ერთი რამ ცხადია: ჩემი სიყვარული მილანისადმი ყოველთვის უპირობო იქნება. როგორც ჩეზარეს ვაჟი, როგორც კლუბის ყოფილი კაპიტანი, როგორც კრისტიანისა და დანიელის მამა, როგორც მენეჯერი ამ ხუთი ფანტასტიკური წლის განმავლობაში“.

- განაცხადა მალდინიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავშესაფრიდან ბაიერნამდე - ჯამალ კაიშვილის შთამაგონებელი ისტორია
თავშესაფრიდან ბაიერნამდე - ჯამალ კაიშვილის შთამაგონებელი ისტორია