„17 თებერვალს ჩემპიონები ვიქნებით“ | ილია თოფურიას პოსტი სოციალურ ქსელებში
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. „ელ მატადორი“ 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) საჩემპიონო ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება და თოფურიას გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება.
„დღეს, 1-ელ დეკემბერს, ოფიციალურად დაიწყო მოსამზადებელი კემპი, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. რამდენიმე თვეში ჩემი ოცნება რეალობად იქცევა. წარსულისა და გამოვლილი გზის გახსენება მადლიერების გრძნობას მიჩენს. მადლობა უფალს, რომ მარტო არასდროს დამტოვა და გამოწვევების დაძლევაში დამეხმარა.
ახლა მაქსიმალური კონცენტრაციის პერიოდი იწყება. მინდა, ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს მხარდაჭერის გამო მადლობა გადავუხადო. ყველანი ძალიან მიყვარხართ! 17 თებერვალს, მსოფლიო ჩემპიონები ვიქნებით“.
Hoy, 1 de diciembre, comienza oficialmente el campamento que siempre soñé desde que era pequeño! En pocos meses, ese sueño se hará realidad. Mirar hacia atrás y recordar todo lo que he pasado para llegar hasta aquí me llena de gratitud. Agradezco a Dios por su fuerza sobrenatural… pic.twitter.com/g9zg9iG0dA
— Ilia Topuria (@Topuriailia) December 1, 2023
შეგახსენებთ, რომ თოფურია დაუმარცხებელია და მის ანგარიშზე 14-დან 14 გამარჯვებაა. ვოლკანოვსკის რაც შეეხება, მან 29 ბრძოლიდან 26-ში იმარჯვა. „ელ მატადორისა“ და „ვოლკის“ დაპირისპირება ანაჰაიმში გაიმართება.