Gazzetta: ინტერს კვარა-ოსიმენის დუეტის არ ეშინია
კვირას სერია A-ს მე-14 ტურში ცენტრალურ დაპირისპირებას „დიეგო მარადონა“ უმასპინძლებს - „ნაპოლი“ „ინტერის“ წინააღმდეგ (23:45).
ვალტერ მაცარის გუნდისთვის რთული მონაკვეთი გრძელდება. „ატალანტასა“ და „რეალის“ შემდეგ, ამჯერად „ინტერის“ დროა, მომდევნო ტურში კი ტურინში „იუვენტუსთან“ თამაში ელით.
La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ „ინტერს“ კვარა-ოსიმენის დუეტის არ ეშინია, რადგან თავიანთი მტკიცე დაცვის იმედი აქვთ.
„ინტერს ნეაპოლელთა დუეტის არ ეშინია. სერია A-ს (და არამარტო) ორ უძლიერეს ფორვარდთან დაპირისპირება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ვიქტორ ოსიმენი სასტარტოს დაუბრუნდება და ნერაძურის პირველივე წუთებიდანვე შეუტევს. და ხვიჩა კვარაცხელია - ის და ვიქტორი ყველასთვის რთულ მეტოქეებს წარმოადგენენ. თუმცა, სიმონე ინძაგის უკვე აქვს ფორმულა, რომელსაც მათ წინააღმდეგ გამოიყენებს.
ინტერმა სპეციფიური ვარჯიშები ჩაატარა, სპეციალურად ნაპოლისთან მატჩისთვის.
სიმონე ინძაგის კვარა-ოსიმენის წინააღმდეგ მტკიცე ტრიო ჰყავს - დარმიანი-დე ვრაი-აჩერბი. გამოცდა რთული იქნება, თუმცა 13 ტურიდან 8-ში ინტერს გოლი არ გაუშვია. მშრალი მატჩების რეკორდი ჯერჯერობით ალეგრის იუვენტუსს ეკუთვნის.
კვარა-ოსი და ტიურამი-ლაუტარო, ეს კარგი გამოწვევა იქნება“.
13 ტურის შემდეგ, სერია A-ს 32 ქულით „ინტერი“ ერთპიროვნულად ლიდერობს. „იუვენტუსს“ 30 აქვს, „მილანს“ 26, ხოლო „ნაპოლის“ 24.