კილიან მბაპე, ენცო ფერნანდესი, კრისტიან რომერო
Aa
Aa

ენცო: მბაპემ გვანიშნა, რომ მოგვკლავდა, ფინალს ისინი მოიგებდნენ

ენცო ფერნანდესმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კილიან მბაპესთან შეხვედრა გაიხსენა და პრესას უცნობი დეტალების შესახებ უამბო.

ენცომ მატჩის მსვლელობისას მბაპეს ჟესტებზე ისაუბრა, თუ როგორ ემუქრებოდა კილიანი მათ დამარცხებით.

„მახსოვს, რაც მითხრა მან თამაშის შესახებ. იყო ეპიზოდები, როცა ვზეიმობდით და იმ მომენტში  მან ჟესტებით გვაჩვენა, თითქოს ჩვენს მოკვლას აპირებდა. მან გვითხრა, რომ ფინალს მოიგებდნენ.

შემდეგ მეჩხუბა, არ ვიცი რატომ. მაგრამ ასეთ სიტუაციებში მე მყავს ჯარისკაცი, რომელიც მიცავს - კრისტიან რომერო. ის ნამდვილი გიჟია, ჰა ჰა. როცა გოლი გავიტანეთ, ის მბაპესთან მივიდა და სახეში უყურებდა და ყვიროდა“.

- თქვა ფერნანდესმა Star+-თან ინტერვიუში.

დი მარაიმ ლევანდოვსკისა და მესის ინციდენტი გაიხსენა

რობერტ ლევანდოვსკიმ მსოფლიო ჩემპიონატზე, პოლონეთი არგენტინის მატჩის მიწურულს მესის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, შემდეგ კი ხელის ჩამორთმევა სცადა, მაგრამ მესიმ ეს ჟესტი აშკარად დააიგნორა.

„ბებიაჩემიც კი მიხვდა, რომ ეს განზრახ იყო. არის რაღაცები, რაც ზოგჯერ მასთან რჩება. როცა ვინმე ლეოს შესახებ რაღაცას ამბობს, ის ამას მოედანზე პასუხობს. ეს არის მისი კომუნიკაციის მანერა, ეს არის მისი გზა. ეს ნორმალურია.

ზოგიერთი ადამიანი ხანდახან მის მიმართ პატივისცემას არ გამოხატავს და არ ესმის, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.მის წინააღმდეგ არაფრის თქმა არ გჭირდებათ, ეს არ გააკეთოთ, რადგან ლეო ამას გაიგებს, ეწყინება და თქვენ, ეს საქმეს მხოლოდ გაგიუარესებთ“,

- თქვა დი მარიამ Infobae-სთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩელსისთვის კვარას ტრანსფერი შეუსრულებელი მისიაა“
„ჩელსისთვის კვარას ტრანსფერი შეუსრულებელი მისიაა“