ანხელ დი მარია, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

დი მარია: ბებიაჩემიც კი მიხვდა, რომ მესიმ ეს განზრახ გააკეთა

ანხელ დი მარიამ გაიხსენა, თუ როგორ არ მოეწონა ლიონელ მესის 2022 წლის მუნდიალზე პოლონელების საქციელი.

რობერტ ლევანდოვსკიმ მსოფლიო ჩემპიონატზე, პოლონეთი არგენტინის მატჩის მიწურულს მესის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, შემდეგ კი ხელის ჩამორთმევა სცადა, მაგრამ მესიმ ეს ჟესტი აშკარად დააიგნორა.

„ბებიაჩემიც კი მიხვდა, რომ ეს განზრახ იყო. არის რაღაცები, რაც ზოგჯერ მასთან რჩება. როცა ვინმე ლეოს შესახებ რაღაცას ამბობს, ის ამას მოედანზე პასუხობს.

ეს არის მისი კომუნიკაციის მანერა, ეს არის მისი გზა. ეს ნორმალურია. ზოგიერთი ადამიანი ხანდახან მის მიმართ პატივისცემას არ გამოხატავს და არ ესმის, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.

მის წინააღმდეგ არაფრის თქმა არ გჭირდებათ, ეს არ გააკეთოთ, რადგან ლეო ამას გაიგებს, ეწყინება და თქვენ, ეს საქმეს მხოლოდ გაგიუარესებთ“,

- თქვა დი მარიამ Infobae-სთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ამაზე არავინ საუბრობს“
„კვარამ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ამაზე არავინ საუბრობს“