კანავარო: ჯუდი გასახდელში შევიდა და მაგიდას ხელი დაარტყა - „აქ მე ვარ პასუხისმგებელი“
ფაბიო კანავარომ მადრიდის „რეალში" ჯუდ ბელინგემის კარიერის საოცარ სტარტზე ისაუბრა.
– რას იტყვით ბელინგემზე?
„რომ იგი არის ის ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ფორმაშია. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდში ყველა სხვა დანარჩენზე უკეთ და სწრაფად ინტეგრირდება. მისი წარმოდგენა შთამბეჭდავი იყო. მან გამაკვირვა.
ეს ბიჭი გასახდელში შევიდა, მაგიდას ხელი დაარტყა და თქვა: „მე აქ ვარ და აქ მე ვარ პასუხისმგებელი". ჯუდი შთამბეჭდავია",
- თქვა კანავარომ „რეალისა“ და „ნაპოლის“ მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ბელინგემმა მადრიდის „რეალის" შემადგენლობაში პირველ 16 მატჩში 15 გოლი გაიტანა. ექსპერტები მას მსგავსი ფორმის შენარჩუნების შემთხვევაში, ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტობას უწინასწარმეტყველებენ.