ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარამ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ამაზე არავინ საუბრობს“

იტალიური Sky Sport-ის ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ლუკა მარკეტი „რეალი“ „ნაპოლის“ მატჩზე საუბრობს და ხვიჩა კვარაცხელიას აკრიტიკებს.

მარკეტი თვლის, რომ 2:2-ზე კვარას მიერ გაფუჭებული მომენტი შეხვედრაში საკვანძო იყო.

„რა თქმა უნდა, რეალთან მარცხში მხოლოდ მერეტის დადანაშაულება არასწორია. დიახ, მან მესამე გოლისას შეცდომა დაუშვა, თუმცა ბურთმა მიმართულება შეიცვალა და არ იყო მარტივი მოსაგერიებელი.

უფრო სერიოზული შეცდომა, ჩემი აზრით, კვარაცხელიას შეცდომაა. მან ოსიმენს ცუდი პასი მისცა, სიძლიერე ვერ მოზომა. ასევე კარისკენ წასვლა და დარტყმაც შეეძლო. მხოლოდ მეკარის შეცდომაზე საუბარი გადამეტებულად მიმაჩნია. შემტევების შეცდომებზე ყოველთვის უფრო ნაკლები საუბარია ხოლმე. ისინი ცდებიან და ეს შეცდომები თამაშზე ზემოქმედებას ახდენენ, თუმცა ამაზე არავინ საუბრობს“.

- განაცხადა მარკეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ 15 ქულით უკვე მერვედფინალშია. „ნაპოლის“ 7 ქულა აქვს და ბოლო ტურში შინ 4-ქულიან „ბრაგასთან“ თუ არ დამარცხდნენ, პლეი-ოფში ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თავშესაფრიდან ბაიერნამდე - ჯამალ კაიშვილის შთამაგონებელი ისტორია
თავშესაფრიდან ბაიერნამდე - ჯამალ კაიშვილის შთამაგონებელი ისტორია