„გოგა გუნდური მოთამაშეა“ | ორლანდოს ძირითადმა ცენტრმა ბითაძეზე ისაუბრა
„ორლანდო მეჯიქის“ ცენტრმა, ვენდელ კარტერ ჯუნიორმა გოგა ბითაძეზე ისაუბრა. ქართველმა კალათბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი სწორედ კარტერ ჯუნიორის ტრავმის შემდეგ მიიღო და 24 წლის ამერიკელის თქმით, იგი გოგას წარმატებული ასპარეზობით ბედნიერია.
„გოგა ბითაძე, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში თავდაუზოგავად იხარჯება, ნამდვილად კარგი დამცველი და გუნდური მოთამაშეა. ვფიქრობ, ბითაძის გუნდებში იშვიათად ყოფილა ტენდენცია, რომ მისნაირ კალათბურთელს აბსოლუტურად ყველაფერი შეეფერებოდეს. ჩვენთან ასეა, ყველა სწორად თამაშობს და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ“.
ცნობისთვის, ბითაძეს მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 16 შეხვედრაში აქვს მიღებული. გოგა პარკეტზე საშუალოდ 20 წუთს ატარებს და მისი მონაგარი 7.1 ქულა, 6.1 მოხსნა, 1.8 შედეგიანი გადაცემა, 0.9 ჩაჭრა და 1.4 დაფარებაა. „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთა შორისაა და მეორე პოზიციაზე იმყოფება.
„მეჯიქმა“ ბოლო შეხვედრა „ვაშინგტონ უიზარდსის“ წინააღმდეგ გამართა და 139:120 იმარჯვა. გოგამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 8 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გააკეთა.