ლუკა კურტანიძე
Aa
Aa

„ძალიან მეტკინა და დავმცირდი...“ - ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის ყრილობაზე არ დაუშვეს

ვეტერანი მოჭიდავე, ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დღეს, ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობაზე არ დაუშვეს.

რას წერს კურტანიძე:

დღეს ჭიდაობის ფედერაციაში 12 საათზე საანგარიშო  ყრილობა დაიწყო,რომელიც ახლა მიმდინარეობს. როგორც მსოფლიო ჩემპიონს რომელსაც ალბათ ჰქონდა უფლება თუნდაც სტუმრის სტატუსით დავსწრებოდი ყრილობას და მომესმინა  რა ხდება რა იგეგმება ოლიმპიური თამაშების წელს და სხვა საკითხები... არ ვიცი ალბათ მქონდა ამის უფლება?.. რადგან დღემდე სხვა თუ არაფერი გამიკეთებია ამ ქვეყანაზე... ამ კუთხით მაინც ვთვლი მქონდა უფლება ასე დამამცირებლად არ მომქცეოდნენ...

არადა ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი იმისათვის რომ უბრალოდ გამეგო რა ხდება, მომეკითხა ყველა და დამდეგი მომელოცა/ თუმცა... ჯერ პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მკითხა... და მიმანიშნა რომ იქ ზედმეტი ვიყავი... შემდეგ კი გენერალურმა მდივანმა მითხრა არ მაქვს თურმე ყრილობაზე დასწრების უფლება და კარებისკენ მიმითითეს... ძალიან დავმცირდი...! ძალიან მეტკინა და წამოვედი...!

ახლა ვზივარ მიხელ მესხის ძეგლთან სტადიონზე და გეკითხებით ყველას და პირველ რიგში პრემიერ მინისტრიდან დაწყებულ უბრალო მოქალაქმდე... რა დავაშავე ისეთი რომ ასე დავმცირდე იქაც სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?! ვფიქრობ ასე არ შეიძლება!!! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია... მტკივნეულია ძალიან მაგრამ უფალს მივენდობი... ალბათ ესეც უნდა მივიღო... ჭიდაობის ოჯახს კი ერთიანობას ვუსურვებ სამშობლო საქართველოსთვის.

შეგახსენებთ, რომ ლუკა კურტანძემ კარიერაში ორჯერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონობა, ხუთჯერ კი ევროპის ჩემპიონი გახდა. ამასთან, ვეტერანმა მოჭიდავემ 1996 და 2000 წლების ოლიმპიადებზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები