„სირცხვილია!“ - სქოულზმა ონანა და ტენ ჰაგი გააკრიტიკა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, პოლ სქოულზმა გუნდის მეკარე, ანდრე ონანა „გალათასარაისთან“ დაშვებული შეცდომების გამო გააკრიტიკა.
რა თქვა სქოულზმა:
ასეთ მომენტებზე მწვრთნელებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რადგან ეს ფეხბურთელი კლუბში სწორედ მათ მოიყვანეს.
სირცხვილია, ასე არ შეიძლება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ონანა კარგად გამოიყურებოდა. ის არაჩვეულებრივ სეივებს აკეთებდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობ, რომ ძალიან მოდუნებულია. მას აკლია კონცენტრაცია, ეს კი მეკარესთვის ყველაფერია.
მეორე გოლის ეპიზოდში საშინელი შეცდომა დაუშვა. არც კი ვიცი, რის გაკეთებას ცდილობდა. ონანა მთელ გუნდს ზღვარზე აყენებს და მარტივ სეივებს ართულებს. მიმაჩნია, რომ მესამე გოლიც არ უნდა გაეშვა. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ონანა ნებისმიერ დარტყმას გაუშვებს. ყოველთვის არ შეიძლება მეკარის დაცვა შეცდომების შემდეგ, ეს კი ახლა ძალიან ხშირად ხდება. არ ვიცი, ახლა რის გაკეთებას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად „გალათასარაის“ 1:3-ს ამარცხებდა, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა. ამ დროისთვის, „წითელი ეშმაკები“ სატურნირო ცხრილში 4 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან და მეორე-მესამე ადგილზებზე მყოფ „კოპენჰაგენსა“ და „გალათასარაის“ 1 ქულით ჩამორჩებიან. ბოლო ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაშიც, ჯგუფიდან გასვლის ბედი „კოპენჰაგენისა“ და „გალათასარაის“ მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.