“ძალიან ცოტა ლიდერული თვისება დავინახეთ“ - იტალიური მედია ხვიჩაზე
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემამ Tuttomercatoweb-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში კრიტიკულად შეაფასა.
Tuttomercatoweb:
„ეს "რეალის" დონის კვარაცხელია არ იყო. ქართველი ფეხბურთელი მეტაფორულად ჯადოქარია, რომელსაც „ნაპოლი“ კურდღლის ქუდიდან ამოღებას სთხოვს, მაგრამ მის თამაშში დღეს ძალიან ცოტა ლიდერული თვისება დავინახეთ. ანტონიო რუდიგერმა ის არაერთხელ შეაჩერა. 52-ე წუთზე, არასწორი გადაწყვეტილებით პოტენციური საგოლე ეპიზოდი ჩაშალა.“
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ მადრიდის „რეალს“ 15 ქულა დაუგროვდა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. რაც შეეხება „ნაპოლის“, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი 7 ქულით მეორე ადგილზეა და მესამე პოზიციაზე მყოფ „ბრაგას“ 3 ქულით უსწრებს.
ბოლო ტურში, „პარტენოპეი“ „ბრაგას“ უმასპინძლებს. პორტუგალიური გუნდი შემდეგ ეტაპზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, თუ „ნაპოლის“ მინიმუმ 2 ბურთის სხვაობით დაამარცხებს.