მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, გალათასარაი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: “კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩემი გუნდი უნდა გავაკრიტიკო“

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „გალათასარაის“ ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კომენტარი გააკეთა.

ტენ ჰაგი:

„თამაშს ვიგებდით და ყველაფერი დავკარგეთ. სამი ქულა უნდა აგვეღო. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ, მაგრამ ამავდროულად გუნდი უნდა გავაკრიტიკო, რადგან დაცვა საკმარისად კარგი არ არის.

კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი გუნდის სტილი აქტიური, დინამიკური და მამაცია. ბევრი შანსი შევქმენით და საბოლოოდ მოგება შეგვეძლო. შედეგზე პასუხისმგებელი მე ვარ. ეს არის პროექტი და ჩვენ წინ მივდივართ.

გაუმჯობესება აშკარაა და სწორი მიმართულებით ავიღეთ გეზი. ასე რომ, მე ვიცი, სად უნდა წავიდეთ და ჩვენს მიერ ჩაყრილი საფუძველი გრძელვადიანი პერსპექტივაში წარმატებას აუცილებლად მოგვიტანს.“

შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. „წითელი ეშმაკები“ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს საკუთარ კედლებში „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კრიტიკას მიჩვეულები ვართ“ - დეკუმ ჩავი ერნანდესი დაიცვა
“კრიტიკას მიჩვეულები ვართ“ - დეკუმ ჩავი ერნანდესი დაიცვა