ტორინო, ატალანტა, საბა საზონოვი
Aa
Aa

ატალანტასთან განაცხადში იქნება - საზონოვი ბრუნდება

მას შემდეგ, რაც საბა საზონოვმა ცხვირზე ოპერაცია გაიკეთა, მოედანზე აღარ გასულა და რამდენიმე მატჩი გამოტოვა.

ტურინული მედია ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. Torino Granata-ს ცნობით, საზონოვი მწყობრშია და „ატალანტასთან“ მატჩის განაცხადში იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ იურიჩი საბას მოედანზე შეიყვანს, მას სპეციალური ნიღბის გაკეთება მოუწევს, რათა ცხვირი ახლიდან არ დაუზიანდეს. შეგახსენებთ, რომ 21 წლის უკანახაზელმა ცხვირი გაიტეხა და ოპერაცია სწორედ ამის გამო დასჭირდა.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, „ტორინო“ სერია ა-ში 16 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება. „ატალანტასთან“ მატჩი 4 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

შეგახსენებთ, საზონოვი „ტორინოს“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა და დღემდე 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ESPN-ის ჟურნალისტი: სკალონი არგენტინას კოპა ამერიკის შემდეგ დატოვებს
ESPN-ის ჟურნალისტი: სკალონი არგენტინას კოპა ამერიკის შემდეგ დატოვებს