ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილი ბრუნდება - რაკუვთან თადარიგში იქნება

გრაცის „შტურმის“ ქართველი ათიანი ოთარ კიტეიშვილი, აქილევსის მყესის პრობლემის შემდეგ, ნელ-ნელა დაბრუნებას უახლოვდება. მისი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია და მალე მას განაცხადშიც ვიხილავთ.

ავსტრიული laola1-ის ცნობით, 27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ვარჯიში განაახლა და ევროპა ლიგის მატჩში პოლონური „რაკუვის“ წინააღმდეგ, კიტეიშვილი განაცხადში იქნება.

კიტეიშვილის ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებით „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა „რაკუვთან“ თამაშის წინ ისაუბრა.

„ბოვინგთან და კიტეიშვილთან მიმართებით, საქმე ქრონიკულ ტრავმასთან გვაქვს, თუმცა უკვე ორივე მათგანი ვარჯიშობს“.

წყაროს ცნობით, ორივე მათგანი თადარიგში იქნება და შესაძლოა სათამაშო წუთებიც მიიღონ.

ამ სეზონში კიტეიშვილმა „შტურმის’’ რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას კვიპროსის ნაკრებს ძლიერი დარტყმით კარგი გოლი გაუტანა. 27 წლის ნახევარმცველს აქილევსის მყესის ტრავმის გამო 26 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას არ ვიცნობდი, ნამდვილი ჩემპიონია“ | რა თქვა ლორენცო ინსინიემ ხვიჩაზე
„მას არ ვიცნობდი, ნამდვილი ჩემპიონია“ | რა თქვა ლორენცო ინსინიემ ხვიჩაზე