ლიონელ სკალონი
Aa
Aa

ESPN-ის ჟურნალისტი: სკალონი არგენტინას კოპა ამერიკის შემდეგ დატოვებს

რამდენიმე დღის წინ, ლიონელ სკალონიმ განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრებში თავისი თავი ამოწურა და „ალბისელესტედან“ წასვლას ფიქრობს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ESPN-ის ჟურნალისტმა ესტებან ედულმა თავისი მოსაზრება დააფიქსირა და განაცხადა, რომ სკალონი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს 2024 წლის კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ დატოვებს. ამ ინფორმაციას Mundo Albiceleste-ც ადასტურებს.

სპორტულ მედიაში სკალონის გვარს სხვადასხვა ევროპულ კლუბებს უკავშირებენ, მათ შორის „ნაპოლის“. შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს ვალტერ მაცარი ჩაუდგა სათავეში, რომელმაც „პარტენოპეისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ასევე შეგახსენებთ, სკალონიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად, 2022 წელს, კატარში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ცნობისთვის, 45 წლის სპეციალისტი არგენტინას 2018 წელს ჩაუდგა სათავეში და მუნდიალის გარდა კოპა ამერიკა და ფინალისიმა მოიგო.

ჯამში, სკალონი „ალბისელესტეს“ 67-ჯერ გაუძღვა, საიდანაც 46 მატჩი მოიგო, 15 ფრედ დაასრულა, ხოლო 6 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლოპმა დაადასტურა - ჟოტა და ალისონი ტრავმირებულები არიან
კლოპმა დაადასტურა - ჟოტა და ალისონი ტრავმირებულები არიან