“კრიტიკას მიჩვეულები ვართ“ - დეკუმ ჩავი ერნანდესი დაიცვა
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის „ბარსელონა“ ბოლო პერიოდში ცუდად თამაშობს და სახარბიელო შედეგები არ აქვს. აქედან გამომდინარე, ჩავი ერნანდესს საკმაოდ დიდი კრიტიკა დაატყდა თავს. ამასთან დაკავშირებით, კომენტარი „ბლაუგრანას“ სპორტულმა დირექტორმა დეკუმ გააკეთა.
რა თქვა დეკუმ?
„ჩვენ არაფრის რატიფიცირება არ გვჭირდება. ჩავი ჩვენი მწვრთნელია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ განაახლა კონტრაქტი. როდესაც კლუბი მთავარ მწვრთნელს ხელშეკრულებას უხანგრძლივებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ენდობა. კარგად მესმის კრიტიკის, რადგან, როდესაც კარგად არ თამაშობ ასეც ხდება და ამ კრიტიკას ვიღებთ. ეს არის ფეხბურთელი და მიჩვეულები ვართ.“
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გასულ ტურში „ბარსელონამ“ „რაიო ვალეკანოსთან“ ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ამ შეხვედრის შემდეგ, კატალონიური გრანდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვნად დაქვეითდა. ბარსას 31 ქულა აქვს, მეოთხე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „რეალს“ 4 ქულით ჩამორჩება.
ცნობისთვის, შემდეგ ტურში „ბარსელონა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს. მატჩი 2 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.