შიმონ მარჩინიაკი
Aa
Aa

პსჟ-ნიუკასლის ვიდეორეფერის კიდევ ერთ მატჩზე უნდა ემუშავა, მაგრამ თამაშს ჩამოაშორეს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ კედლებში „ნიუკასლს“ დაუპირისპირდა. „კაჭკაჭები“ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ მსაჯის კომპენსირებულ დროში, მათი კარის მიმართულებით ძალიან საკამათო პენალტი დაინიშნა, რომელიც კილიან მბაპემ გარდასახა - 1:1.

ინგლისურ პრესაში მთავარი მსაჯის, შიმონ მარჩინიაკისა და ვიდეორეფერის, ტომაშ კვიატკოვსკის გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოლონელმა არბიტრებმა სერიოზული კრიტიკა დაიმსახურეს და როგორც ჩანს, უეფაშიც თვლიან, რომ მათ შეცდომა დაუშვეს.

ტომაშ კვიატკოვსკის, რომელმაც მარჩინიაკს პენალტის დანიშვნისა და მომენტის გადამოწმების რეკომენდაცია მისცა, კიდევ ერთ შეხვედრაზე უნდა ემუშავა. იგი „სოსიედადისა“ და „ზალცბურგის“ მატჩზე ვიდეორეფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ Sky Sports-ის ინფორმაციით, აღნიშნულ თამაშს ჩამოაშორეს.

შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენს“ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „ნიუკასლი“ 5 ქულით მესამე ადგილზეა. ბოლო ტურში „კაჭკაჭები“ „მილანს“ დაუპირისპირდებიან, პარიზელები კი „დორტმუნდს“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა უმაღლესი დონის ფეხბურთელია“ - ამბობს Marca-ს ჟურნალისტი
„ხვიჩა უმაღლესი დონის ფეხბურთელია“ - ამბობს Marca-ს ჟურნალისტი