ხვიჩა კვარაცხელია, გლენ ჯონსონი
Aa
Aa

„კარის წინ სახიფათოა, კარგი დარტყმა აქვს“ | გლენ ჯონსონი ჩელსის კვარას ტრანსფერს ურჩევს

„ლივერპულისა“ და „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გლენ ჯონსონმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ინგლისელ მცველს ინტერესზე ჰკითხეს, რომელიც „არისტოკრატებს“ „კვარას“ მიმართ აქვთ და ჯონსონმა „პარტენოპეის“ ერთ-ერთი ლიდერი დაახასიათა.

„რა თქმა უნდა, ხვიჩას იმდენი მატჩი არ მინახავს, რამდენიც ჩელსის გარემარბების მონაწილეობით ვნახე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში გამოჩნდა, რომ კარის წინ სახიფათოა. სწრაფია, კარგი დარტყმა აქვს და გოლებს გაიტანს, რაც ამ მომენტისთვის, ჩელსის ბევრ გარემარბს ნამდვილად არ გამოსდის.

არისტოკრატებს კიდევ ერთი გარემარბი არ ესაჭიროებათ, მაგრამ თუ კვარაცხელიამ განაგრძო ის, რასაც უმაღლეს დონეზე აკეთებს, მისი შეძენა კლუბისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თუ ნაპოლი მის გასაშვებად მზადაა და ჩელსის ასტრონომიული თანხის გადახდა არ მოუწევს, ეს ტრანსფერი ნამდვილადაა გარიგება, რომელსაც ლურჯებმა თვალი არ უნდა მოაშორონ“.

შეგახსენებთ, რომ უცხოური გამოცემების ინფორმაციით, „არისტოკრატები“ „კვარასთვის“ ბრძოლაში წამყვან პოზიციებს იკავებენ და გეგმავენ, „პარტენოპეისთან“ მოლაპარაკებები დაიწყონ. როგორც Calciomercato წერს, ლონდონელები მზად არიან, ტრანსფერის დასახურად „სიგიჟეები ჩაიდინონ“ და 100 მილიონი ევროს ოდენობის წინადადების ჩამოსვლაზე პრობლემა არ აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა უმაღლესი დონის ფეხბურთელია“ - ამბობს Marca-ს ჟურნალისტი
„ხვიჩა უმაღლესი დონის ფეხბურთელია“ - ამბობს Marca-ს ჟურნალისტი