წლის ბოლო გრანდ სლემი | საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა
2-3 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, წლის ბოლო გრანდ სლემი გაიმართება. საქართველოს ნაკრების ღირსებას 16 ჯუდოკა დაიცავს. ჩვენი გუნდის მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ტატამიზე 13 ვაჟი და 3 გოგონა ჯუდოკა გავა.
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა:
-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი.
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, თენგო ზირაქაშვილი.
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი.
-81 კგ: ალექსანდრე ლოლაძე.
-90 კგ: ლუკა მაისურაძე, ლუკა ბაბუციძე.
-100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი.
+100 კგ: შალვა გურეშიძე, ლევან მათიაშვილი.
ქალ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა:
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი.
-63 კგ: ეთერ ასკილაშვილი.
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც 4 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპის ვიცე-ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი გახდნენ.