„რეალისთვის სიურპრიზის გაკეთება შეუძლიათ“ | რა თქვა ძოლამ ნაპოლისა და მაცარიზე
იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ჯანფრანკო ძოლამ „ნაპოლის“ ახალ მთავარ მწვრთნელზე, ვალტერ მაცარიზე ისაუბრა. ძოლამ საკუთარი პოზიცია „რეალთან“ გასამართ მატჩთან დაკავშირებითაც დააფიქსირა და განაცხადა, რომ „პარტენოპეის“ მეტოქისთვის სიურპრიზის შეთავაზება შეუძლია.
„ვალტერ მაცარი არის მთავარი მწვრთნელი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს. მის წინაშე რთული ამოცანა დგას, მაგრამ მიმაჩნია, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა სწორი არჩევანი გააკეთეს. მაცარიმ გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ რეალთან ყველაფერი სხვანაირად იქნება, რადგან მადრიდელებისთვის ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია.
ლა ლიგაში რეალს რთული პერიოდი რომც ედგეს, მაინც შეუძლია, ევროპაში მაღალ დონეზე ითამაშოს და პრობლემები ნებისმიერ გუნდს შეუქმნას. განსხვავებას მათი ფეხბურთელთა ხარისხი ქმნის. არ მგონია, რომ რეალის საკადრო პრობლემებს მატჩზე დიდი გავლენა ექნება და ნაპოლი კარგი გუნდია, რომელსაც მადრიდელთათვის სიურპრიზის შეთავაზება შეუძლია“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 4 ტურის შემდეგ, „რეალს“ 12 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასულია. „ნაპოლი“ 7 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და მისი კონკურენტი „ბრაგაა“, რომელსაც 3 ქულა აქვს და საკუთარ კედლებში „უნიონ ბერლინს“ ხვდება.