სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დიაარონ ფოქსი, მალიკ მონკი
Aa
Aa

მალიკ მონკის სასწაული და გამარჯვების მომტანი ორიანი | საკრამენტომ გოლდენ სტეიტს მოუგო

„საკრამენტო კინგსმა“ In Season Tournament-ის C ჯგუფი მოიგო და გადამწყვეტ შეხვედრაში „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ სძლია. სტეფ კარისა და კომპანიას ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად 12+ ქულით გამარჯვება ესაჭიროებოდათ და მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ კარგი შანსი ვერ გამოიყენეს.

„გოლდენ სტეიტმა“ პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა - 72:55. „საკრამენტომ“ ბოლომდე იბრძოლა და მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, წინაც გავიდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

საფინალო სირენამდე 50 წამით ადრე, „გოლდენ სტეიტი“ 4 ქულით იგებდა და მისი შეტევა იყო, მაგრამ კარიმ ბურთი დაკარგა და მალიკ მონკმა სამქულიანით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. „უორიორსის“ მორიგი დაკარგვის შემდეგ, „საკრამენტოს“ წინ გასვლის საშუალება მიეცა და მონკმა ურთულესი ორიანით თამაში მოიგო - 124:123.

მონკი შეხვედრის გმირი გახდა და მის ანგარიშზე 21 ქულა, 3 მოხსნა და 2 ასისტია. დი’აარონ ფოქსმა 29 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა, კევინ უერტერს კი 21 ქულა ჰქონდა. „გოლდენ სტეიტს“ 29-29 ქულით სტეფ კარიმ და ენდრიუ უიგინსმა ულიდერეს, კლეი ტომპსონს კი 20 ქულა ჰქონდა.

ამრიგად, ცნობილია ყველა გუნდის ვინაობა, რომლებსაც In Season Tournament-ის მოგების შანსი აქვთ. აღმოსავლეთ კონფერენციაში „მილუოკი ბაქსი“ „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდება, „ინდიანა პეისერსი“ – „ბოსტონ სელტიქსს“. დასავლეთ კონფერენციაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ „ფინიქს სანსს“ შეხვდება, „საკრამენტო კინგსი“ – „ნიუ ორლეან პელიკანსს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიოლი: “ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც გვაქვს“
პიოლი: “ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც გვაქვს“