ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ხვიჩა უმაღლესი დონის ფეხბურთელია“ - ამბობს Marca-ს ჟურნალისტი

ცნობილი ესპანური გაზეთის, Marca-ს ჟურნალისტმა, მიგელ ანხელ ლარამ „ნაპოლისა“ და „რეალის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე საათში გაიმართება. ლარამ „პარტენოპეის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და მას მსოფლიო დონის მოთამაშე უწოდა.

„რეალი ფავორიტია, რადგან საკუთარ კედლებში თამაშობს. ყველამ იცის, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე, მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგის მატჩებში, რეალს უპირატესობა სულ აქვს. თუმცა, ვფიქრობ, უცნაური შეხვედრა იქნება, რადგან ნაპოლი უფროა მოტივირებული და შედეგი მეტად სჭირდება.

ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, კვარა დიდი ვარსკვლავია და შორს არაა დღე, როცა რეალის ან მანჩესტერ სიტის დონის გუნდში გადავა. ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც როგორც მოედანზე, ის მის გარეთ, უმაღლესი დონით გამოირჩევა“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 4 ტურის შემდეგ, „რეალს“ 12 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასულია. „ნაპოლი“ 7 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და მისი კონკურენტი „ბრაგაა“, რომელსაც 3 ქულა აქვს და საკუთარ კედლებში „უნიონ ბერლინს“ ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო ტურის წინ - მილანი შესაძლოა ჯგუფში ჩარჩეს
ბოლო ტურის წინ - მილანი შესაძლოა ჯგუფში ჩარჩეს