გოგა ბითაძე
Aa
Aa

„როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ბრწყინვალეა“ | The Athletic-ი ბითაძეს აქებს

ავტორიტეტულმა გამოცემამ, The Athletic-მა „ორლანდო მეჯიქის“ ქართველ კალათბურთელზე, გოგა ბითაძეზე დაწერა. The Athletic-მა ფლორიდელთა ცენტრი შეაქო და განაცხადა, რომ ბითაძე, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში ბრწყინვალედ გამოიყურება.

„ქართველი ცენტრი ორლანდო მეჯიქს გასულ სეზონში შეუერთდა, მიმდინარე რეგულარულში კი საერთოდ სხვა კალათბურთელია. ვენდელ კარტერ ჯუნიორის ტრავმის გამო, ბითაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. მართალია, საშუალოდ მხოლოდ 20 წუთს თამაშობს, მაგრამ როგორც შეტევაში, ისე დაცვაში ბრწყინვალეა.

ბითაძეს პაოლო ბანკეროსთან და ფრანც ვაგნერთან შესანიშნავი კავშირი აქვს. იგი დაცვაში ყველგანაა და საიმედო მსროლელია, რომელიც არ ცდილობს, ზედმეტი გააკეთოს. როცა კარტერი დაბრუნდება, შესაძლოა, ორლანდომ მონსტრი შემადგენლობით ითამაშოს და გოგა 4 ნომერზე დადგეს, ბანკერო სამზე, ვაგნერი კი ორზე“, - წერს The Athletic-ი.

ცნობისთვის, NBA-ის მიმდინარე რეგულარულში ბითაძემ მონაწილეობა 15 შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ 7.1 ქულას, 6.1 მოხსნას, 1.7 შედეგიან გადაცემას, 0.9 ჩაჭრასა და 1.5 დაფარებას აგროვებს. მისი გუნდი მომდევნო მატჩს 30 ნოემბერს გამართავს და „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
აზაროვი ერთ-ერთი საუკეთესო იყო - შახტარის გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე
აზაროვი ერთ-ერთი საუკეთესო იყო - შახტარის გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე