დორტმუნდი, მილანი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

პიოლი: “ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც გვაქვს“

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „მილანმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა, 1:3 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი მნიშვნელოვნად შეიმცირა. მატჩის დასრულების შემდეგ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა პიოლიმ?

„ვფიქრობ, ჩვენ დავკარგეთ მომენტი, როცა მატჩის სადავეების ხელში აღება შეგვეძლო. პენალტი ვერ გამოვიყენეთ და ამან ბევრი რამ შეცვალა. როდესაც ანგარიშს ვეღარ ათანაბრებ ყველაფერი რთულდება. მეორე ტაიმში ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ბუნებრივია, როცა დიდი ძალებით მიდიხარ წინ, „დორტმუნდს“ სივრცეები ეხსნება და ასეთ დროს ძალიან სახიფათოა.

საღამო იმედგაცრუებული გამოვიდა. ვიცოდით, რომ შანსი გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ და ეს ძალიან გვამძიმებს. ახლა ჩვენი მოვალეობაა „ნიუკასლი“ დავამარცხოთ. ბოლო ტურში ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც გვაქვს. ამჟამად სიტყვების პოვნა რთულია. ჩემი აზრით, გულშემატკივრებს ჩვენგან შეტყობინება არ სჭირდებათ. მათ ყველაფერი კარგად იციან. ვალდებულები ვართ, რომ უკეთესად ვითამაშოთ.“

შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ, „მილანს“ 5 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. ჯგუფს 10 ქულით „დორტმუნდი“ ლიდერობს. „პარი სენ ჟერმენს“ 7 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე მოგვევლინა, ხოლო მესამე ადგილს 5 ქულით „ნიუკასლი“ იკავებს და ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული უკეთესი შედეგის გამო მესამე პოზიციაზე ინგლისელები არიან და არა იტალიელები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია აზაროვის და გოჩოლეიშვილის შეფასება
Sofascore - ცნობილია აზაროვის და გოჩოლეიშვილის შეფასება