დორტმუნდი, მილანი, პსჟ, ნიუკასლი
Aa
Aa

ბოლო ტურის წინ - მილანი შესაძლოა ჯგუფში ჩარჩეს

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში საინტერესო მატჩები გაიმართა. ყველაზე დიდი ყურადღება F ჯგუფმა მიიქცია, სადაც „მილანმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა, ხოლო „პარი სენ ჟერმენმა“ „ნიუკასლს.“

ედინ ტერზიჩის გუნდმა „სან სიროზე“ ალბათ ბევრისთვის მოულოდნელად 3:1 მოიგო და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა, ხოლო ლუის ენრიკეს შეგირდებმა „კაჭკაჭებთან“ 1:1 ითამაშეს.

ჯგუფში საინტერესო სიტუაცია შეიქმნა. 10 ქულით „დორტმუნდი“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 7 ქულით „პარი სენ ჟერმენია“. მესამე და მეოთხე პოზიციას 5-5 ქულით „მილანი“ და „ნიუკასლი“ ინაწილებენ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული უკეთესი შედეგის გამო მესამე ადგილზე ინგლისური კლუბია.

ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ 5 ტურის შემდეგ ეს სიტუაცია იქნებოდა, თუმცა დიდი შანსია, რომ „მილანი“ ჯგუფში ჩარჩეს. ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა, სადაც „მილანი“ „ნიუკასლს“ სტუმრად ეთამაშება, ხოლო „დორტმუნდი“ პსჟ-ს საკუთარ კედლებში მიიღებს.

დორტმუნდი - მილანი 1:3

პსჟ - ნიუკასლი 1:1

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ნოიერმა კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა
ოფიციალურად - ნოიერმა კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა