აზაროვი ერთ-ერთი საუკეთესო იყო - შახტარის გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში დონეცკის „შახტარმა’’ ჰამბურგში „ანტვერპენი’’ 1:0 დაამარცხა.
სეზონში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე „შახტარის’’ სასტარტოში ორივე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. გიორგი გოჩოლეიშვილმა და ირაკლი აზაროვმა თავი კარგად წარმოაჩინეს. აღსანიშნავია ირაკლი აზაროვის ძლიერი დარტყმა, გოლის გატანასთან ახლოს იყო, ბურთი ხარიხას მოხვდა.
ირაკლი აზაროვი „შახტარში'' ერთ-ერთი საუკეთესო იყო, Whoscored-მა 7,73 დაუწერა, უკრაინულ კლუბში მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა მიიღო. გოჩოლეიშვილმა 6,73 მიიღო (ამ შეფასებით „შახტარში'' მეცხრეა).
„შახტარმა’’ ხუთ ტურში 9 ქულა დააგროვა. ამდენივე ქულაა „პორტუსა’’ და „ბარსელონას’’ აქტივში, თუმცა ამ გუნდებს მე-5 ტურის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებიათ, „ბარსელონა’’ „პორტუს’’ მიიღებს. „ანტვერპენი’’ 0 ქულით აუტსაიდერია.
მე-6 ტურში „შახტარი'' „პორტუს'' ესტუმრება.