„მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება?“ | ანჩელოტის ხვიჩაზე ჰკითხეს
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი Sky Sport Italia-ს ესაუბრა. იტალიელი სპეციალისტის გუნდი მომდევნო შეხვედრას „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართავს და „სამეფო კლუბის“ დამრიგებელს ხვიჩა კვარაცხელიაზეც ჰკითხეს.
„მიხარია, რომ ვალტერ მაცარი დაბრუნდა ნეაპოლში, სადაც ის ძალიან უყვართ. ნაპოლი ყოველთვის სახიფათო გუნდი იყო და მთავარი მწვრთნელის შეცვლა მათთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. ჩვენი მიზანი კარგი მატჩის ჩატარება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა.
კვარაცხელიასა და ოსიმენის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები? ერთი-ერთზე კვარა მეტოქეებისთვის მრისხანე ფეხბურთელია, ოსიმენი კი სრულყოფილი თავდამსხმელია, რომელიც მეორე სართულზე ძალიან ძლიერია და კონტრშეტევებზე სახიფათოა. ეს ყველაფერი პირველ შეხვედრაში გავითვალისწინეთ და ხვალაც იმავეს ვაპირებთ“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „რეალის“ დაპირისპირება 29 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით, 23:59-ზე დაიწყება.