ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორები | რომელ ადგილზეა ხვიჩა?
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა. პირველ ადგილს „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, ჟერემი დოკუ იკავებს, რომელიც ფენომენალურ ფორმაშია და 90 წუთში საშუალოდ 9.98 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებს.
მეორე პოზიციაზე მადრიდის „რეალის“ სუპერვარსკვლავი, ვინისიუს ჟუნიორი იმყოფება. ბრაზილიელი გარემარბის ანგარიშზე 7.05 წარმატებული დრიბლინგია. „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მესამე გახლავთ - 6.73 დრიბლინგი.
Most successful dribbles per 90', big-5⃣ (@Wyscout)
— CIES Football Obs (@CIES_Football) November 28, 2023
???? #JeremyDoku ???????? 9.98 ????
???? #Vinijr ???????? 7.05
???? #KhvichaKvaratskhelia ???????? 6.73#EdonZhegrova #OusmaneDembele #NicoWilliams #RafaLeao #LamineYamal #KinsgleyComan #LucaKoleosho
More ⚽️ stats ???? https://t.co/P0Ohpx4eDz pic.twitter.com/q3CQdIVJ9a
„პარტენოპეის“ შემტევს ედონ ჟეგროვა მოჰყვება (6.55 დრიბლინგი), ხუთეულს კი უსმან დემბელე ასრულებს - 6.06 დრიბლინგი. კვარაცხელიას გარდა, ტოპ 10-ში სერია A-ში მოთამაშე კიდევ ერთი ფეხბურთელი მოხვდა. რაფაელ ლეაუ მე-7 პოზიციას იკავებს და პორტუგალიელი საშუალოდ მატჩში 5.62 დრიბლინგს ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 16 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 4 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა. ხვიჩას გუნდის მომდევნო გაჩერება „რეალია“, რომელსაც 29 ნოემბერს დაუპირისპირდება.