რონალდ არაუხო, ფლორიან ვირტცი
Aa
Aa

ბაიერნის სატრანსფერო გეგმები | მიუნხენელებს არაუხო და ვირტცი სურთ

მიუნხენის „ბაიერნი“ შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და „რეკორდმაისტერის“ მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს ორი ფეხბურთელის დამატება სურს. გერმანული და ესპანური გამოცემების ინფორმაციით, „ბაიერნის“ რადარზე რონალდ არაუხო და ფლორიან ვირტცი იმყოფებიან.

Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, „რეკორდმაისტერი“ ურუგვაელ მცველს თვალს უკვე ორი წელია ადევნებს. „ბარსელონას“ უკანახაზელის დამატება ტუხელის სურვილია და გერმანელები „ბლაუგრანას“ უკვე დაუკავშირდნენ, რათა არაუხოს თაობაზე ინფორმაცია მიეღოთ.

ვირტცს რაც შეეხება, 20 წლის ფეხბურთელს გერმანიის დატოვება არ სურს და მზადაა, შანსის გაჩენის შემთხვევაში, „ბაიერნში“ გადავიდეს. „რეკორდმაისტერი“ მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალს დიდი ყურადღებით ადევნებს და „ლევერკუზენთან“ მოლაპარაკებების დაწყებასაც განიხილავს.

ცნობისთვის, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, ვირტცმა მონაწილეობა 12 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები