ხვიჩა კვარაცხელია, რონალდინიო, ვიქტორ ოსიმენი, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„შეუძლია რონალდინიოს გზას გაუყვეს“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯოვანი სკოტომ, რომელიც Il Roma-სთვის წერს, „ნაპოლიზე“ და მის ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. სკოტო „ატალანტასთან“ 2:1-ით მოგებულ შეხვედრას გამოეხმაურა და „კვარასთან“ დაკავშირებით, საინტერესო განცხადება გააკეთა.

„ბერგამოში მოპოვებული გამარჯვება გუნდს ტვირთის მოხსნაში დაეხმარა და რუდი გარსიასადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მისი დატოვება აღარავის სურდა. ატალანტასთან აღებულმა სამმა ქულამ ვალტერ მაცარის წნეხი მოუხსნა და იგი სამომავლოდ გასამართ რთულ შეხვედრებში უფრო თავდაჯერებული იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, კვარამ უნდა აჩვენოს, რომ ნამდვილი ათიანის პოზიციაზე სათამაშოდ საჭირო უნარები აქვს. ქართველ ფეხბურთელს შეუძლია, რონალდინიოს გზას გაუყვეს, ოღონდ პროპორციების დაცვით. საუბარი მაქვს, ფლანგის დატოვებასა და ცენტრალური პოზიციის დაკავებაზე. ვალტერ მაცარის ვალდებულებაა, ხვიჩას პროგრესის მიღწევაში დაეხმაროს და კვარა პოზიციას იმ შემთხვევაში შეიცვლის თუ ამ გადაწყვეტილებაში სრულად დარწმუნებული იქნება.

ახალი ხელშეკრულება ქართველ ფეხბურთელს? ზაფხულში მიცემული დაპირებების, სიტყვის გატეხისა და პრეს-რელიზების შემდეგ, გაჩნდა პერსპექტივა, რომ კვარაცხელიას ანაზღაურებამ უფრო მოიმატოს და ვიქტორ ოსიმენის ხელფასს გაუტოლდეს“.

შეგახსენებთ, რომ „კვარას“ გუნდი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს და თბილისის დროით, 29 ნოემბერს, მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველოს მეტოქეები ცნობილია
პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველოს მეტოქეები ცნობილია